"ქართული ოცნების" შემოწირულობა გასულ 1 კვირაში 2 მილიონი ლარით გაიზარდა.
საკითხის ირგვლივ ოპოზიციის წევრები ფულის გათეთრების სავარაუდო სქემაზე საუბრობენ და ფიქრობენ, რომ თანხა ამომჩეველთა მოსყიდვას მოხმარდება.
"ოცნება" ძარცვავს ჩვენს მოსახლეობას. მათი სქემის მიხედვით ფული, საბოლოოდ, ქართული ოცნების ყულაბაში ბრუნდება", - აბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი.
ამასთან, ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ კერძო პირების უკანონო დაფინანსებით მმართველი გუნდი საკუთარი პარტიის გამდიდრებას ცდილობს.
"დანაშაულებრივი ფულის ნაწილს იყენებენ არჩევნების გასაყალბებლად, ნაწილი კი მიაქვთ პირად ანგარიშებზე", - თქვა "ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი გუგავამ.
ცნობისთვის, მხოლოდ საარჩევნო პერიოდში "ოცნების" შემოწირულობების ჯამმა 15 მილიონს გადააჭარბა.