თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი სასწავლო პროცესს ჰიბრიდული ფორმით აგრძელებს

გამოქვეყნდა:

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის განცხადებით, სწავლას ხვალიდან, 19 ოქტომბრიდან ჰიბრიდული ფორმით გააგრძელებს.

"კოვიდ - კლინიკებში დისლოცირებულ სასწავლო დეპარტამენტებში 19 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესის განხორციელებას  დისტანციურ რეჟიმში;  სალექციო კურსების   და  უახლოეს კვირებში დანიშნული გამოცდების ჩატარებას დისტანციურ რეჟიმში; ლაბორატორიულ-პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარებას არადისტანციურ რეჟიმში, შესაბამისი ეპიდემიოლოგიური  რეგულაციების  დაცვით", - წერს უნივერსიტეტი.

უნივერსიტეტი აცხადებს, რომ იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ვერ შეძლებენ არადისტანციურ რეჟიმში სწავლის გაგრძელებას, დეკანატების მიერ შედგენილი იქნება ინდივიდუალური სასწავლო გეგმა.

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით უმაღლესი სასწავლებლები სასწავლო პროცესს 19 ოქტომბრიდან ეტაპობრივად განაახლებენ. მთავრობის ამ გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ ექსპერტები და მათ მიერ წარდგენილ გეგმას აბსურდულს უწოდებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი