დევნილები ცვლილებების მოლოდინში - როგორია ოპოზიციის გეგმა

გამოქვეყნდა:

სიდუხჭირე გაურკვეველი ვადით, სამსახურის გარეშე, ულუკმაპუროდ დარჩენილი ადამიანები, უმძიმესი სოციალური მდგომარეობა. სიტყვა დევნილი, ჩვენში უკვე წლებია სიღარიბეში მცხოვრებ ადამიანს ნიშნავს, საზოგადოების მათდამი გაუცხოვება, ერთგვარ სოციალურ სტიგმად ჩამოყალიბდა, რომელიც უდიდეს სოციალურ ბარიერს უქმნის დევნილებს. წლები გადის თუმცა მათ დღემდე არ აქვთ ცხოვრებისთვის აუცილებები პრიობები. აქ მცხოვრებ ადამიანებს უსამართლობის, დაუცველობისა და უიმედობის განცდა აერთიანებთ საქართველოს სხავდასხვა კუთხეში გაფანტულ დევნილებთან. ტკივილი ერთია და მას სოცაილური უთანასწორობა ჰქვია.  

ცვლილებების მოლოდინში... პოლიტიკა და დევნილები. თამარ კორძაია გეგმავს, რომ პარმანეტში დევნილების პრობლემების მთავარი ხმა იყოს, ის თავად დევნილია აფხაზეთიდან, იმავე პრობლემებით და იმავე გზით, რომელიც ჭუბერის გზით დაიწყო და თბილისსის ზღვაზე საერთო საცხოვრებელში გააგრძელდა. მასაც უმარავი დაბრკოლების გადალახვა მოუწია როგორც სხვა დანარჩენს.  

კობა ნაყოფიაც დევნილია აფხაზეთიდან. მისი ცხოვრების გზაც დღეს აბსოლუტურად სხვა უნდა ყოფილიყო, რომ არა ომი. დღეს ის მისი თანამოაზრეების მსგავსად ცდილობს სხვა დევნილების ცხოვრებაც სასიკეთოდ შეცვალოს.

სამი შვილის დედა, ირმა ხასია დევნილი აფხაზეთიდან, ამჟამად სოფელ ხაისში ცხოვრობს. დილის 6 საათიდან საღამოს 8 საათამდე ლუკმა-პურის საშოვნელად სახლიდან შორს 25 ლარის გამო მიდის. შრომობს ფიზკიურად, სხვა არჩევანი არც აქვს, მის უკან მისი ოჯახია. თუმცა სამუშო პერიოდულია და ხშირად თვითდასაქმებასაც ვერ ახერხებს. სამწუხაროდ ეს არ არის მხოლოდ ერთი ოჯახის პრობლემა, საქართველოში სიღატაკე და შიმშილი ნომერ პირველ გამოწვევად რჩება.

მანუჩარ ახალაია გალში ცხოვრობდა. თვითდამკვიდრების გზა საკუთარი სახლის დატოვებიდან რადიკალურად იცვლებოდა.

რამდენად დაცულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული  პირების უფლებები. ისინი სახელმწიფომ არჩევანის წინაშე დააყენა. მაგალითად თუ ხარ დევნილი და პარალელურად სოციალურად დაუცველი ან ერთს იღებ, ან  მეორეს, ისე როგორც ქართულ ზღაპრებში,  გველეშაპის დილემა რომელის წინაშეც სახელმწიფო აყენებს დევნილებს. თუმცა კანონით იძულებით გადაადგილებულ პირებს ორივე სოციალური დახმარების გამოყენების უფლება აქვთ, თუმცა მხოლოდ ფურცელზე, კანონი სახელმწიფოს ხელშია და ის წყვეტს ვის ჯიბეში ჩარიცხავს ამ ფულს.

ნელი ხასია ჯანმრთელობის პრობლემების მქონე შვილსა და შვილიშვილებთან ერთად სამეგრელოში ცხოვრობს. სიღარიბის გამო რამდენიმე თვის პენსია წინასწარ გამოიტანა ამისთვის მაღალი პროცენტი უკან ბანკს დაუტოვა და დღეს ოჯახს თავი, თვიდან თვემდე, მხოლოდ ეზოში დაკრეფილი ხილითა და მაღაზიის  "ნისიით" გააქვს.  

ჯერ იძულებით მოუწიათ საკუთარი მიწა - წყალის დატოვება. შემდეგ წლებს ბინის მიღების მოლოდინში  ატარებენ. ამ პერიოდში უმუშევრობისა და სიღატაკის გამო ბავშვების გამოსაკვებად სესხებს სესხებზე იღებენ, თუ გაუმართლათ და შესაბამისი ქულების დაგროვება შეძლეს და სახელმწიფომ ისინი ბინით დააკმაყოფილა აქ არ მთავრდება მათი უსახლკარობის პრობლემა. ქონების გადაცემამდე დაგროვილი ვალები აქტიურდება და ოჯახი შესაძლოა ისევ სიღარიბეში აღმოჩნდეს.

ბადრი ბასიშვილმა კარგად იცის, თუ რა რთულია დატოვო საკუთარი სახლი  და დაიწყო ახალი ცხოვრება უცხოს სტიგმით განსხვავებულ სოციუმში. ის პრობლემები, რომლებსაც დღეს დევნილები უზიარებენ, მისთვის ნაცნობია. 

უსასხრობის გამო მნიშვნელოვანი მედიკამენტების შეძენას ვერ ახერხებენ. პენსია და სოციალური დახმარება წამლების შესაძენადაც არ ყოფნით. საკვებზე არც კი ფიქრობენ. ჯანმრთელობის პრობლემების გამო მუშაობას ვერ ახრხებენ. ოჯახი, რომელიც ერთ დროს სხვებს ეხმარეობდა დღეს მოწყალებას ითხოვს.

ექიმი დღეს კი უკვე ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატი, მალხაზ ჯალაღონია. აქამდე ზუგდიდის მოსახლეობას კლინიკაში ხვდებოდა დღეს კი კარდაკარ დადის და პირადად მათგან იგებს იმ პრობლემებს, რომელთან ერთადაც ცხოვრება დევნილებისთვის გაუსაძლისია.

დევნილები საზოგადოების ისეთივე წევრები არიან, როგორც ნემისმიერი ჩვენი მოქალაქები. საკუთარ მიწაზე ცხოვრობდნენ, სწავლობნენ, მუშაბდნენ და ვითარდებონენ და მათ ეს უფლება სახელმწიფოსგან აქვთ მინიჭებული. თუმცა საკუთარ ქვეყანაში დღემდე გარიყულად გრძნობენ თავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი