საქართველოში COVID-19-ით კიდევ 7 პაციენტი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

დღეს, 19 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 7 ადამიანი გარდაიცვალა; გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 143-მდე გაიზარდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 18663
  • გამოჯანმრთელებულია - 8338
  • მათ შორის გარდაცვლილია - 143;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 6407
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 1420
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში ქვეყანაში კოვიდინფიცირების 1 186 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ცნობისთვის, კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 40 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 31 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი