COVID-19-ის 1 186 ახალი შემთხვევიდან 469 თბილისიდანაა

გამოქვეყნდა:

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის, თქმით, დღეს, 19 ოქტომბერს, ქვეყანაში დადასტურებული კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევიდან, ყველაზე მეტი - 469 თბილისიდანაა, 360 კი აჭარიდან. 

კოვიდშემთხვევების რეგიონული განაწილება სრულად ასეთია:

  • 469 - თბილისი
  • 360 - აჭარა
  • 99 - იმერეთი
  • 78 - ქვემო ქართლი
  • 73 - სამეგრელო-ზემო სვანეთი
  • 46 - კახეთი
  • 25 - გურია
  • 15 - შიდა ქართლი
  • 14 - მცხეთა-მთიანეთი
  • 7 - სამცხე-ჯავახეთი

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, გარდა იმისა, რომ დამატებით ინფიცირდა 1 186 ადამიანი, გარდაიცვალა 7. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი