შაქარაშვილის საქმე - სასამართლო ნაფიცი მსაჯულების შერჩევას იწყებს

გამოქვეყნდა:

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ძალადობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ეპიზოდზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევას გორის რაიონული სასამართლო დღეიდან იწყებს. 

მსაჯულები არჩილ გაგნიძის, ნიკოლოზ რევაზიშვილისა და ვახტან ჩიქოვანის ვერდიქტზე იმსჯელებენ.

პირველ ეტაპზე სასამართლოს შერჩევითობის პრინციპით, 300 კაციანი სია უნდა გადაეცეს. პოტენციურ კანდიდატებს, საქმის ირგვლივ შეკითხვები, დაცვისა და ბრალდების მხარემ უნდა დაუსვას, რის შემდეგაც მხარეები მათთვის მისაღები კანდიდატების სიას სასამართლოს გადასცემენ. სასამართლომ კი 12 ძირითადი და ორი სათადარიგო მსაჯული უნდა დაამტკიცოს.

ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძესა და ნიკოლოზ რევაზიშვილს კიდევ ორ ბრალდებულთან ერთად შაქარაშვილის მკვლელობაშიც ედებათ ბრალი, თუმცა საქმის ამ ეპიზოდს, კვლავ მცხეთის სასამართლო განიხილავს.

გადაწყვეტილება, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელის მკვლელობის საქმის ძალადობის ეპიზოდს ნაფიცი მსაჯულები განიხილავდნენ, 9 ოქტომბერს, მორიგ სასამართლო სხდომაზე მიიღეს.

დღესვე, მცხეთის რაიონულ სასამართლოს ჩვენებას მისცემენ დაკავებულები ლ.შ, გიორგი მერაბიშვილი და ნიკოლოზ ქანაშვილი.

ამის შემდეგ კი სასამართლო დასკვნით ეტაპზე გადავა, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებმა საქმეზე საბოლოო სიტყვები უნდა წარმოთქვან.

შეგახსნებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 18 პირია დაკავებული

პროკურატურამ 11 პირის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო, მათ ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა ედებათ. მათ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

რაც შეეხება დამძიმებულ ბრალს, 11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო.  ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი