
თელავში, მეფე ერეკლე II -ის სახელობის საჯარო სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა. სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.
კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, მასწავლებელთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი თვითიზოლაციაშია და თანამშრომლების მასობრივი ტესტირება ცოტა ხანში დაიწყება.
ინფექციის მასშტაბურად გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, დაიკეტა ქორეოგრაფიული, მუსიკალური და სპორტული წრეები, სადაც ჯგუფური სწავლება მიმდინარეობს.
რეგიონში დღეს კორონავირუსის 46 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ჯამში ქვეყანაში კოვიდინფიცირების 1186 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 7 ადამიანი.