მოვემზადოთ 31 ოქტომბრისთვის, არჩევნები არ გადაიდება - გახარია

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრემიერმინისტრი ამბობს რომ რთული ეპიდვითარების მიუხედავად, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არ გადაიდება და ის უსაფრთხო გარემოში ჩატარდება. გიორგი გახარია მოსახლეობას არწმუნებს, რომ საარჩევნო უბნები იმაზე უსაფრთხო იქნება, ვიდრე რომელიმე სავაჭრო ცენტრი, ან მაღაზია- არანაირი ეპიდემიოლოგიური რისკი არ იარსებებს - ამბობს გახარია.

საარჩევნო უბანი ისეთ დონეზე იქნება ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების თვალსაზრისით მომზადებული, რომ ხშირ შემთხვევაში, ზოგიერთ სავაჭრო ცენტრსა და მაღაზიაში შესვლა იქნება უფრო სახიფათო, ვიდრე საარჩევნო უბანზე მისვლა - ამბობს გახარია.

პრემიერმინისტრი მოსახლეობას პირბადეების ტარებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ქვეყანაში აღარ იქნება მასშტაბური შეზღუდვები, რადგან ეკონომიკა ამას ვეღარ გაუძლებს.

მისივე თქმით, მძიმე ლოკდაუნი ეპიდემიის პირველი ტალღის დროს აუცილებელი იყო, რადგან ქვეყანაში პირბადეები, ტესტები, საწოლები და სასუნთქი აპარატები არ იყო.

მაშინ ეს მკაცრი შეზღუდვები და ლოკდაუნი იყო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ჩვენ ამით ვიცავდით ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს გაურკვევლობის მაღალი ხარისხის გამო და ელემენტარული პირბადის არქონის გამო - ამბობს გახარია

მისივე თქმით, ზოგიერთი პოლიტიკოსი და ექსპერტი კორონავირუსთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციას ავრცელებს პანიკის დათესვას უწყობს ხელს, განცხადება პრემიერმინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი