
პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ 16 ოქტომბერს ბათუმის ბულვარში გამართული აქცია კიდევ ერთხელ გააკრიტიკა, მას მავნებლობა უწოდა და თქვა, რომ 1 500 ადამიანის პირბადით უზრუნველყოფა ელემენტარული მოთხოვნაა.
"მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობით შედეგს ვერ მივაღწევთ, თუ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები მიუღებელ ღონისძიებებს ჩაატარებენ. ეს ელემენტარული მოთხოვნაა - 1500 აქციის მონაწილეს გაუკეთო პირბადე. როცა იცი, რომ აჭარა არის ყველაზე მძიმე ეპიდცენტრი, აქ აქციის ჩატარება ყველაზე დიდი უპასუხისმგებლობაა, პრაქტიკულად, მავნებლობაა", - ამბობს გახარია.
აქვე, გთავაზობთ ფოტოს "ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის აქციიდან, სადაც აშკარად ჩანს, რომ მას 1500-ზე მეტი ადამანი ესწრებოდა.
