დღევანდელ სააკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, თქვა, რომ მაშინ, როცა თბილისში რესტორნები 22:00 საათზე იკეტება, მოსახლეობა შეკრებას მცხეთაში განაგრძნობს, რაც "ცეცხლთან თამაშია".
"ბევრი მოწოდების მიუხედავად, ქეიფებმა 22 საათის შემდეგ გადაინაცვლა მცხეთაში და ირგვლივ... არ შეიძლება ამის კეთება, ძალიან გთხოვთ. ვეთამაშებით ცეცხლს. შეკრებების შემდეგ ხდება ძირითადი გავრცელება. თუ ჩვენ დავიცავთ ყველა ამ წესს, ამ ეპიდემიიდან შედარებით ნაკლები დანაკარგით გავალთ", - ამბობს გამყრელიძე.
შეგახსენებთ, რომ 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, თბილისსა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები საღამოს 22:00 საათზე მუშაობას წყვეტს.