დღეიდან თბილისსა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები 22:00 საათის შემდეგ არ იმუშავებს

გამოქვეყნდა:

მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან 16 ოქტომბრიდან  თბილისსა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები საღამოს 22:00 საათის შემდეგ აღარ იმუშავებსასევე, დღეიდან, მეტროს შესასვლელთან საპატრულო ეკიპაჟის წარმომადგენლები მოქალაქეებს პირბადის ტარების წესებთან დაკავშირებით გააკონტროოლებენ. 

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 887 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 246 ადამიანი, 11 კი გარდაიცვალა. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი, 342 ახალი შემთხვევა აჭარაში დადასტურდა, 227 კი - თბილისში. 

11 გარდაცვლილი პაციენტიდან 5 თბილისიდანაა, 3 ბათუმიდან, 2 იმერეთიდან, 1 კი გორიდან.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია -15 327;
  • გამოჯანმრთელებულია - 7 613;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 124;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 5 721;
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 1 042;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 38 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 29 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი