
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, სამკურნალოდ სახლში დარჩენილი პაციენტებისთვის მუშავდება სპეციალური კვლევები პაკეტი, რომელიც სისხლის საერთო ანალიზსს და რედიმერის ანალიზსს მოიცავს. მისი თქმით, ეს კვლევა იქნება გარანტია, რომ პაციენტს თრომბოემბოლიის გართულება არ განუვითარდეს.
მისი თქმით, ამ თემაზე დღეს, 19 ოქტომებრს პრემიერთან შეხვედრაზე იმსჯელეს.
იყო მსჯელობა იმაზე, რომ რაღაც მინინლაური პაკეტი გამოკვლევის იქნება ეს შესაძლოა სისხლის საერთო ანალიზი და რედიმერი, ეს არის სისხლის ანალიზი რომელიც არის მარკერი ტრომბოემბოლიური გართულებების რისკისა, რამეთუ ტრომბოემბოლური გართულებეი სამწუხაროდ, ამ დაავადებისთვის ძალიან დამახასიათებელია, მათ შორის უსიმპტომო პაციენტებშიც. იყო ერთი-ორი სიგნალი სახლში დატოვებული პაციენტებიდან და რომ ეს სიგნალები არ იყოს უფრო ხშირი და არ შეიქმნას პრეცედენტი, რომ უსიმპტომო პაციენტებს შორისაც დიდი დანაკარგია, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ბოლომდე არა, მაგრამ მუშავდება ეს საკითხი, რომ სახლში დატოვებული პაციენტების იმ ნაწილს ვისაც აქვს რაღაც რისკ ფაქტორი, თუნდაც მცირე, ამ თრომბოლემბოლიის განვითარების, ყველა მათგანს ჩაუტარდება ამ პაკეტით გათვალისწინებული კვლევა, რაც იქნება გარანტია, რომ მას ასეთი გართულება არ განუვითარდეს, - თქვა თენგიზ ცერცვაძემ.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ბათუმში, სასტუმროში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 41 წლის ქალი გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, პაციენტი სამედიცინო პერსონალის მხრიდან მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იყო, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი კი თრომბო-ემბოლია გახდა.