ტრანსგენდერის გაუპატიურებისა და თვითნებობის ბრალდებით 18 წლის ბიჭი დავაკავეთ - შსს

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ტრანსგენდერი გაუპატიურებისა და ძალადობით ჩადენილი თვითნებობის ბრალდებით, თბილისში 18 წლის პირი დააკავეს. შემთხვევა თბილისში გუშინ, 18 ოქტომბერს გვიან ღამით მოხდა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა 1995 წელს დაბადებულ მ.ბ.-ს, მის საცხოვრებელ სახლში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც, მსხვერპლის ნების საწინააღმდეგოდ, მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა", - წერია უწყების განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას და ძალადობით ჩადენილ თვითნებობას გულისხმობს.

დანაშაული 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი