მთავრობა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვების დაწესებას არ გამორიცხავს

გამოქვეყნდა:

მთავრობა საზოგადოებრივ ტრანსპორტით გადაადგილებაზე შეზღუდვების დაწესებას არ გამორიცხავს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ შეზღუდვები წერტილოვნად დაწესდება იქ, სადაც ამის საჭიროება იქნება:

გადაადგილების ნაწილში ბათუმში გვქონდა შეზღუდვები, რომელიც მოვხსენით - შიდა საქალაქთაშორისო გადაადგილებას ვგულისხმობ. თუ საჭიროება კიდევ იქნება, ამაზე საბჭო იმსჯელებს ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებზე დაყრდნობით და წერტილოვნად ამ გადაწყვეტილებების მიღება მოხდება იქ, სადაც ამის საჭიროება იქნება“ - ამბობს მეზვრიშვილი.

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭომ დრეს ახალი შეზღუდვები ამჯერად უკვე მცხეთაში დააწესა. რესტორნები მხოლოდ 22 საათამდე იმუშავებენ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი