22 საათიდან რესტორნები მცხეთაშიც დაიკეტება

გამოქვეყნდა:

22 საათიდან რესტორნები მცხეთაშიც დაიკეტება - გადაწყვეტილება ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო. მიზეზი თბილისში დაწესებული შეზღუდვების შემდეგ, გასართობად  მცხეთაში წასული ადამიანების სიმრავლეა.  

მცხეთის მუნიციპალიტეტში 22:00 საათიდან რესტორნები დაიკეტება, ამოქმედდება ისეთი რეჟიმი, რომელიც ქვეყნის სხვა ტერიტორიაზე გვაქვს. სამწუხაროდ, დაფიქსირდა ასეთი ფაქტები, რაც უარყოფითად აისახება ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე. როდესაც ჩვენ დავკეტეთ 22:00 საათიდან რესტორნები, ეს დავაფუძნეთ კონკრეტულ ლოგიკას - ამბობს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი.

შეგახსენებთ, რომ შეზღუდვა რესტორნებზე თბილისში 16 ოქტომბრიდან ამოქმედდა. გასართობი დაწესებულებები მუშაობას საღამოს 22 საათიდან წყვეტენ. 

გუშინ, 19 ოქტომბერს ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ ქეიფმა 22 საათის შემდეგ უკვე მცხეთაში გადაინაცვლა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი