Youtube არხი Cyber Kmara ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ იგორ გიორგაძე ბიძინა ივანიშვილს, შვედ და რუს ბიზნესმენებს შორის შუამავალია და საქართველოში ახალი ბიზნესის წამოწყებას განიხილავენ. ვიდეოს პირველ ნაწილში იგორ გიორგაძე რუსი ბიზნესმენს, ვლადიმირ შიპუნოვს ესაუბრება. მეორე ნაწილში კი ვლადიმირ შიპუნოვისა და მისი ვაჟის დიალოგია.
იგორ გიორგაძე და ვლადიმირ შიპუნოვი საქართველოში ბრენდ “იკეას” შემოყვანასა და სასტუმროს ქსელის გახსნაზე საუბრობენ, სადაც , 50 მილიონით “იკეას” სათავო ოფისს, დანარჩენით კი სასტუმრო ქსელების გახსნას ფიქრობენ. შიპუნოვი იღებს გარანტიას, რომ გახსნაზე და გაფორმებაზე პრობლემა არ შეექმნება. გიორგაძე ამბობს, რომ თუ მათ საერთო ნაცნობ რუსს არ გაახსნევინებენ, მაშინ ის ქართულ მხარეს დაელაპარაკება.
ამავე მოძრაობამ, წინა შემთხვევაში, გაავრცელა “ქართული მარშის” ლიდერის, სანდრო ბრეგაძის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი რუსეთის დუმის პოლიტიკოსთან. სანდრო ბრეგაძემ დაადასტურა, რომ მასსა და რუს პოლიტიკოსს შორის ეს საუბარი ნამდვილად შედგა.