
2020 წლის პირველი ნოემბრიდან რეგულარული ფრენები საქართველოდან 14 მიმართულებით განხორციელდება. ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ნოტამი (შეტყობინება საავიაციო საწარმოების და პერსონალის საყურადღებოდ) გამოსცა. უწყება აცხადებს, რომ ნოტამი განახლებადია.
"გაფართოვდა იმ აეროპორტების ჩამონათვალი, რომელთა მიმართულებითაც მოიხსნება რეგულარულ საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა და შესაძლებელი გახდება პირდაპირი ფრენების განახლება", - წერს სააგენტო.
ნოემბრის განმავლობაში დაგეგმილია შემდეგი ფრენები:
რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა 2020 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
საქართველოს ცის გახსნა რამდენჯერმე გადაიდო. ბოლო გადაწყვეტილებით კი საერთაშორისო რეგულარულ ფრენები 1-ელ ნოემბერს უნდა აღდგეს.
რეგულარული ფრენები ქვეყანაში გაზაფხულზე, კორონავირუსის გავრცელების შემდეგ შეწყდა.
თავდაპირველი ინფორმაციით, საქართველოს ცა მაისის ბოლოდან უნდა გახსნილიყო. ამის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მიმართულებით საერთაშორისო ფრენები 1 ივლისიდან უნდა განახლებულიყო, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით ეს თარიღი კიდევ ერთი თვით, პირველ აგვისტომდე გადავადდა.
ამის შემდეგ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების დაწყების თარიღად ჯერ 1-ელი სექტემბერი, შემდეგ კი 1-ლი ოქტომბერი დაასახელა.