საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე აკრძალვა 1-ელ ნოემბრამდე გახანგრძლივდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ შესაბამისი ნოტამი უკვე გამოსცა:
"საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და მოქმედებს 2020 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით (31.10.20). შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGTB) და შემდეგ აეროპორტებს შორის:
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ცა კორონავირუსის გავრცელების შემდეგ ჩაიკეტა. თავდაპირველი ინფორმაციით, საქართველოს ცა მაისის ბოლოდან უნდა გახსნილიყო. ამის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მიმართულებით საერთაშორისო ფრენები 1 ივლისიდან უნდა განახლებულიყო, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით ეს თარიღი კიდევ ერთი თვით, პირველ აგვისტომდე გადავადდა. ამის შემდეგ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების დაწყების თარიღად ჯერ 1-ელი სექტემბერი, შემდეგ კი 1-ლი ოქტომბერი დაასახელა.
30 ივნისს, ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურმავამ თქვა, რომ რეგულარული ფრენების დაშვებას ეპიდემიოლოგიური კატასტროფა მოყვებოდა.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირმა, საქართველოს, წევრ ქვეყნებთან საზღვრები, 1-ელი ივლისიდან გაუხსნა, ამის მიუხედავად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში უპირობოდ ევროკავშირის წევრი მხოლოდ ხუთი ქვეყნის მოქალაქეები შემოვლენ - გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვასა და ესტონეთის. იმავე ქვეყნებიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები კი 12-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან.