კრიზისის ასარიდებლად, ბიზნესი მთავრობას რეკომენდაციებით უკვე მეორედ მიმართავს

გამოქვეყნდა:

ეკონომიკური კრიზისის თავიდან აცილების მიზნით, ბიზნესის წარმომადგენლები მთავრობას რეკომენდაციებს აწვდიან. ბიზნეს ასოციაციები მთავრობას საშემოსავლო გადასახადის 6 თვით შეჩერებას, დღგ-ს გადახდის ვალდებულების გადავადებას, ბიზნეს კომპანიებისთვის საპროცენტო განაკვეთის დაწევას და საბანკო ვალდებულებების 6 თვით გადავადებას სთხოვს. 

გარდა ამისა, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები კომუნალური მომსახურების კომპანიებთან (ენერგო პრო, თელასი, თბილისი ენერჯი, GWP...) კონსულტაციას და მცირე კომპანიებში, დასაქმებულების შენარჩუნების მიზნით, COVID-19-ის ფონდის თანხებით ხელფასის ნაწილის კომპენსირებას ითხოვენ.

"ეს საკითხი მთავრობის წინაშე არაერთხელ დავაყენეთ. ჩვენი მიზანი იყო, რომ საბრუნავი საშუალება ჰქონოდათ კომპანიებს. დღგ-ს ნაწილში მთავრობის მხრიდან არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა. საშემოსავლოს ნაწილშიც ჩვენი რეკომენდაცია არ გაითვალისწინეს. გააკეთეს ის, რომ 750 ლარამდე ხელფასები 6 თვით საშემოსავლო გადასახადისგან გაათავისუფლეს, 1500 ლარამდე კი - საშემოსავლოს ნახევრისგან. ახლა ვითხოვთ, რომ ეს მაინც გაგრძელდეს", - ამბობს საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის გენერალური მდივანი, ლაშა რიჟამაძე.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ბიზნესი მთავრობას, ეკონომიკური კრიზისის თავიდან აცილების მიზნით, რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს. ბიზნეს ასოციაციებმა ხელისუფლებას აპრილშიც მიმართეს, თუმცა, მათი რეკომენდაციები გაუთვალისწინებელი დარჩა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი