ახალი ინფიცირებულებიდან 445 თბილისიდანაა, 369 - აჭარიდან - ეპიდვითარება საქართველოში

გამოქვეყნდა:

საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, დღეს, 21 ოქტომბერს, კორონავირუსის 1 351 შემთხვევიდან, თბილისში დაფიქსირდა 445, აჭარაში - 369.

კოვიდშემთხვევების რეგიონული განაწილება სრულად ასეთია:

  • 445 - თბილისი
  • 369 - აჭარა
  • 295 - იმერეთი
  • 76 - ქვემო ქართლი
  • 66 - სამეგრელო-ზემო სვანეთი
  • 23 - შიდა ქართლი
  • 23 - მცხეთა-მთიანეთი
  • 20 - კახეთი
  • 18 - სამცხე-ჯავახეთი
  • 15 - გურია
  • 1 - რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთი

ამასთან, ბრიფინგზე ითქვა, რომ 11 033 აქტიური შემთხვეევიდან, 372 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა - აქედან 186 თბილისში მკურნალობს, 75 კი აჭარაში. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 72 პაციენტი იმყოფება. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად ბევრი - 1351 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 337 ადამიანი, 14 კი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი