დღეს საქართველოში COVID-19-ის შემთხვევების საერთო რაოდენობამ 20 000-ს გადააჭარბა

გამოქვეყნდა:

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ, 26 თებერვლიდან დღემდე, 20 000-ს გადააჭარბა და Stopocov.ge-ს ბოლო მონაცემების მიხედვით, ეს რიცხვი 21 208-ს აღწევს. 

21 208 ინფიცირებულიდან, გარდაიცვალა 172 პაციენტი, 9 003 კი გამოჯანმრთელდა. 

ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების თითქმის ყოველდღიური რეკორდული მატება სექტემბერში დაიწყო - თუ 1 სექტემბერს საქართველოში კოვიდშემთხვევების საერთო რაოდენობა 1 510 იყო, 30 სექტემბერს მონაცემი 6 192-მდე გაიზარდა. 

საქართველოსთვის კიდევ უფრო მძიმე ეპიდემიოლოგიური თვე ოქტომბერი აღმოჩნდა. საერთო შემთხვევების რაოდენობა 1 ოქტომბრიდან დღეის, 21 ოქტომბრის ჩათვლით, 6 640-დან 21 208-მდე გაიზარდა. 

ზაფხულის შემდეგ კოვიდშემთხვევების სწრაფი ზრდა კარგად ჩანს შესაბამის გრაფიკზეც:

 

კორონავირუსის შემთხვევების რეკორდულ მატებას სიკვდილიანობის ზრდაც მოჰყვა. თუ 1 სექტემბერს გარდაცვლილთა რაოდენობა 19 იყო, დღეს ეს რიცხვი უკვე 172-ია [იხ.გრაფიკი]

შეგახსენებთ დღევანდელ მონაცემებსაც - 21 ოქტომბერს ვირუსით დამატებით ინფიცირდა რეკორდულად ბევრი - 1 351 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 337 და გარდაიცვალა 14

(გრაფიკებისა და ზოგადი მონაცემების წყარო: Worldometers.info)

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი