კარანტინის წესი იცვლება - საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეები თვითიზოლაციაში გადავლენ

გამოქვეყნდა:

სავალდებულო კარანტინის წესი დღეიდან შეიცვლება. საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებისას თუ PCR ტესტის უარყოფით პასუხს წარადგენენ, სავალდებულო კარანტინის ნაცვლად, თვითიზოლაციაში გადავლენ.

იმ შემთხვევაში თუ საქართველოში დაბრუნებულ მოქალაქეს PCR ტესტის პასუხი არ ექნება, საკარანტინო სივრცეში განთავსდება.  

კარანტინის წესის შეცვლის გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

მთავრობის განმარტებით, კარანტინის წესის  ცვლილება  ქვეყანაში საქმიან ტურიზმისა და ეკონომიკას წაახალისებს, რადგან სავალდებულო კარანტინი  ექსპორტიორებისა და იმპორტიორებისთვის სერიოზული პრობლემებისა და დისკომფორტის შემქმნელი იყო.

შეგახსენებთ, დღემდე სამშობლოში დაბრუნებულ ქართველ მოქალაქეებს ორ კვირიანი კარანტინის გავლა უწევდათ, უცხოელები კი ქვეყანაში უპრობლემოდ, კარანტინის გავლის გარეშე შემოდიოდნენ, რასაც საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებდნენ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი