
"ევროპული საქართველოს" მიერ ორგანიზებული საავტომობილო აქცია, "დაუპიპინე ბიძინას", თბილისში, თავისუფლების მოედნიდან დაიწყო. მსვლელობა მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართება.
როგორც პარტიაში ამბობენ, აქცია, ეპიდემიის პირობებში, შეკრების უსაფრთხო ალტერნატივაა.
აქცია 20:00 საათზე სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრთან დასრულდება.