თერჯოლის კოვიდკლინიკაში კორონავრუსით 47 წლის კაცი გარდაიცვალა.
კლინიკა "თერჯოლამედის" დირექტორის თქმით, პაციენტს თანმდევი დაავადებები ჰქონდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე, 16 ოქტომბრიდანვე, მძიმე იყო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად ბევრი - 1351 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 337 ადამიანი, 14 კი გარდაიცვალა.