
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ტყუილს უწოდებს ინფორმაციებს იმის შესახებ, რომ ჯანდაცვის სისტემა პანდემიას ვერ უმკლავდება. ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ ტყუილია თითქოს ქვეყანაში საწოლებისა და ტესტების დეფიციტია და საავადმყოფოები პაციენტებს ვერ იღებენ. მისივე თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება სხვადასხვა ინფორმაციები, რომლებსაც მოქალაქეები სოციალურ ქსელში ავრცელებენ და წერენ რომ ექიმები პაციენტებთან დროულად ვერ მიდიან და ყურადღებას არ აქცევენ.
ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ ასეთი შემთხვევები ერთეულია და "ერთეული შემთხვევების გამო პანიკას არ უნდა ავყვეთ"
მეზვრიშვილი მედიასაც მიმართავს და მოუწოდებს, დაეყრდნონ მხოლოდ იმ ოფიციალურ განცხადებებს, რომლებსაც საკოორდინაციო საბჭოს წევრები ავრცელებენ.
თუ აპოკალიფსი იქნება გამოვალთ და ჩვენ ვიტყვით. სიმართლე არის ის, რასაც ვყვებით ამ ტრიბუნიდან საბჭოს წევრები - ამბობს ნათია მეზვრიშვილი.
დღეს საქართველოში COVID-19-ის შემთხვევების საერთო რაოდენობამ 20 000-ს გადააჭარბა