"ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ხატია დეკანოიძესა და მის მხარდამჭერებს SMS-შეტყობინებით დაემუქრნენ. ამის შესახებ ოპოზიციონერი Facebook-ზე წერს, ტექსტს ასაჯაროებს და შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებს:
"ღამის სამ საათზე ჩემი შტაბის წევრებს და ჩვენს მხარდამჭერებს მიუვიდათ მსგავსი შეტყობინება. ცენტრალურად აგზავნიან სატელეფონო ბაზებით.. Kakha Kakhishvili • კახა კახიშვილი ძალიან ამაზრზენია ეს ყველაფერი.. შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia ნომერი მითითებულია და მოახდინეთ რეაგირება..", - წერს ხატია დეკანოიძე.