ეს არის 90-იანების საქართველო - ანა წითლიძე ზუგდიდის მოვლენებზე

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ანა წითლიძე, ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებს 1990-იანი წლების საქართველოს ადარებს და ამბობს, რომ სპეცრაზმი არაორგანიზებულად მოქმედებს.

"90-იანი წლების საქართველოში ხდებოდა ასე, რაც დღეს ხდება. სპეცრაზმი ახლა წყვეტს რა უნდა გააკეთოს და არ არიან ჩამოყალიბებული, მთელი ქალაქი პანიკაშია, ასეთი შემთხვევა არ გვახსოვს საერთოდ. აქ არიან "ოცნების" წარმომადგენელები და მათ მინდა ვუთხრა, ახლა მძევლების ჯანმრთელობაა მთავარი და ძალიან სირცხვილია ასეთი განცხადებების გაკეთება. დავინახეთ ზუგდიდში, რომ ეს ქვეყანა არ არის უსაფრთხო არავისთვის და შეიძლება ადამიანები აიყვანონ მძევლად. სპეცრაზმი ვერ ამბობს რამდენი ადამიანია შიგნით, ინფორმაციას არ ვფლობთ. ვდგავართ აქ ზუგდიდელები და ჩვენი დახმარება თუ დასჭირდება ხელისუფლებას, მზად ვართ, დავეხმაროთ. თვითონაც სპეზრაზმი აბსოლუტურად დაბნეულია", - ამბობს ანა წითლიძე. 

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ზუგდიდის ცენტრში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ამ დროისათვის, არსებული ინფორმაციით, საქართველოს ბანკში დაყაჩაღების მიზნით, შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა.

მძევლების ნაწილი შენობის უკანა მხრიდან, სახანძრო კიბის დახმარებით გამოჰყავთ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი