მამაჩემს ორი ზონდერი დახვდა - თუ არ გაჩერდები, მოგკლავთო - ვატო წერეთელი შსს-ს მიმართავს

გამოქვეყნდა:

TV პირველის დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა ფეისბუიქზე განცხადება გაავრცელა და შსს მონიშნა. ვატო წერეთელი წერს, რომ მამამისს მოკვლით დაემუქრნენ.

მამაჩემს ორი სპორტული აღნაგობის ზონდერი დახვდა და თუ არ გაჩერდები მოგკლავთო, - წერს ვატო წერეთელი.

შეგახსენებთ, ვატო წერეთლის მამის, ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე 22 აგვისტოს აღძრა. საგამოძიებო უწყების განმარტებით, საქმე ეხება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების მიერ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში დახმარებას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი