ზუგდიდში, საქართველოს ბანკის შენობაში შეჭრილმა შეიარაღებულმა თავდამსხმელმა, სავარაუდოდ, კიდევ ერთი მძევალი გაათავისუფლა.
მთავარი არხის ჯგუფს არ მიეცა საშუალება, შეკითხვები დაესვა ქალისთვის, რომელიც შენობიდან გამოვიდა და პოლიციელებმა პერიმეტრს გაარიდეს.
შეგახსენებთ, სამეგრელოს გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, თავდამსხმელმა რამდენიმე მძევალი შენობაში შეჭრის პირველ წუთებშიც გაათავისუფლა.
ყოფილი მძევალი, სავარაუდოდ, სწორედ იმ ოთახში იმყოფებოდა, სადაც ახლა უკვე 18 ადამიანია დარჩენილი.
შეგახსენებთ, ზუგდიდში შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ჩავიდა და ამ წუთებში საგანგებო ოპერატიული შტაბის სხდომას ატარებს, რომელსაც ადგილობრივი სამართალდამცველები და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან და სადაც უნდა გადაწყდეს, რა ფორმით ჩატარდება სპეცოპერაცია მძევლების გასათავისუფლებლად.
ზუგდიდში, საქართველოს ბანკის შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელი დაახლოებით 14:30 სთ-ზე შეიჭრა, 19 ადამიანი მძევლად აიყვანა და ვერტმფრენი ან მანქანა, ასევე 500.000 დოლარი მოითხოვა.
მანვე ხელისუფლებას ორსაათიანი ვადა მისცა მისი მოთხოვნების შესასრულებლად, რომლის ვადაც უკვე ამოიწურა, თუმცა, სამართალდამცავებიდან თავდამსხმელთან კონტაქტზე ჯერ არავინ გასულა.