"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ამბობს, რომ ზუგდიდში დღეს ჩანიშნული გაერთიანებული ოპოზიციის შეკრება ქალაქში სპეცოპერაციისა და ტერორისტის ბანკში შეჭრის გამო გადაიდო.
ზუგდიდში დაგეგმილი იყო ფართომასშტაბიანი, მრავალათასიანი კამპანიური შეხვედრა ზუსტად იმ ადგილას, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით. თუმცა მიმდინარე მოვლენების ფონზე, ბუნებრივია მიზანშეუწონლად მიგვაჩნია ჩავატაროთ ჩვენ აღნიშნული აქცია, მიუხედავად იმისა, რომ ათასობით ადამიანი უკვე არის მობილიზებული მიმდებარე ტერიტორიასთან. ჩვენ ვაუქმებთ დღევანდელ შეკრებას და მშვიდობიან საათებს, წუთებს ვუსურვებთ, განსაკუთრებით ზუგდიდელებს, სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა მძევალს, ყველა მძევალის ოჯახის წევრს. - ამბობს ნიკა მელია.
ზუგდიდში დღეს გაერთიანებული ოპოზიცია მაჟორიტარობის კანდიდატის მალხაზ ჯალაღონიას წარდგენას აპირებდა, შეხვედრა ქალაქის ცენტრში უნდა გამართულიყო.