საგანგებო შტაბი სპეცოპერაციის დეტალებზე თათბირობს, მძევლების ნაწილი ბანკში რჩება

გამოქვეყნდა:

უკვე ექვს საათზე მეტია ზუგდიდის ცენტრი, ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი ადგილი პარალიზებულია. შეიარაღებული სპეცდანიშნულების რაზმი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დანაყოფი ოპერატიული შტაბის გადაწყვეტილებას ელოდება. გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე საქართველოს ბანკის ფილიალში შეიარაღებული კაცის ტყვეობაში 16 ადამიანი რჩება. 

18 საათი და 5 წუთი ულტიმატუმის ვადის ამოწურვიდან ზუსტად 35 წუთში, 19 მძევლის სახელით, "მთავარ არხზე" ერთ-ერთმა მძევალმა დარეკა. ნახევარი მილიონი დოლარი, უდანაშაულო ხალხის თავისუფლების სანაცვლოდ - ეს იყო გამტაცებლის სპეციალური გზავნილი, რომ წაყენებული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სპეცოპერაცია მსხვეპლით დასრულდებოდა. 

მძევალმა ირაკლი კვარაცხელიამ შეიარაღებული პირის ყველა გზავნილი გააჟღერა. 500 ათასი დოლარი,  უსაფრთხოების დერეფანი და ტერიტორიის დატოვება ვერტმფრენით ან ავტომობილით მძევლებთან ერთად. 

2 საათიანი ულტიმატუმის ვადა ზუსტად 17:30 წუთზე ამოიწურა, პოლიციამ უსაფრთხოების დერეფანი გააფართოვა და პერიმეტრი გაწმინდა. 

 სამხედრო ფორმაში ჩაცმული ნიღბიანი თავდამსხმელი საქართველოს ბანკში, შსს-მ შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ შეტყობინება დაახლოებით 3-ის 21 წუთზე მიიღო. კაცი, შენობაში სავარაუდოდ, "საიგას" ტიპის ავტომატით, "პისტოლეტითა" და ხელყუმბარით შეიჭრა. დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაციის პარალელურად თავდამსხმელი მძევლების ლიკვიდაციით იმუქრებოდა. 

გამტაცებელმა მძევლები ბანკის შენობაში, მესამე სართულზე, იზოლირებულ ოთახში შეკრიბა. თანამშრომლების ნაწილმა ოფისის დატოვება სახურავიდან, სახანძრო კიბის საშუალებიოთ მოახერხა. კადრებში, რომელიც ამ დროს გამსახურდიას ქუჩაზე უკვე შეკრებილმა ზუგდიდელებმა ტელეფონით გადაიღეს, კარგად ჩანს, როგორ ჩამოდიან თანამშროლები სახანძრო კიბით.  ვიდრე გამტაცებელი საკუთარ პირობებს წამოაყენებდა, სამართალდამცველებმა, რამდენიმე მძევალი შენობის უკანა მხრიდან დაიხსნეს, სწორედ ამის შემდეგ მიიღო შეიარაღებულმა კაცმა 19 პირის დახურულ ოთახში გადაყვანის გადაწყვეტილება.

მძევლებს შორის ბანკის თანამშრომლებთან ერთად აღმოჩდნენ, ადამიანები, რომელიც დაწესებულებაში ფინანსური ოპერაციების შესასრულებლად მივიდნენ. თუმცა სამართალდამცველებმა რამდენიმე საათიანი მოლაპარაკების შემდეგაც მათი დახსნა ვერ შეძლეს.

რამდენიმე საათის განმავლოაბში ზუგდიდის ცენტრში გამსახურდიას ქუჩაზე მობილიზებული იყვნენ სპეცრაზმისა და კრიმინალური პოლიცისი თანამშრომლები. მიმდებარე შნეობის სახურავებზე პოზიციები ეკავათ სნაიპერებსაც. მოქალაქეები რამდნეიმე საათის განმავლოაბში პირდაპირ ეთერში უყურებდნენ მძევლების გათავისუფლების ოპერაციას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი