სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ მძევალ კვარაცხელიას პოლიტიკურ კუთვნილებაზე აქცენტირება ახლა ყველაზე საშიშია, რადგან შეიარაღებულ თავდამსხმელს სხვა დანარჩენი მძევლებისგან განსხავებით ყველაზე მეტი ინტერესი, სწორედ კვარაცხელიას მიმართ აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას ნინო ლომჯარია თავის Facebook-ის გვერდზე ავრცელებს.
შეგახსენებთ, სპეცოპერაცია ზუგდიდში, ბანკის შენობაში ამ დრომდე გრძელდება. შენობაში 16 მძევალი რჩება. თავდამსხმელმა ისინი მძევლად დაახლოებით 14:30 სთ-ზე აიყვანა. თავდამსხმელს თან აქვს ავტომატი, პისთოლეტი და ხელყუმბარის გახსნით იმუქრებოდა, თუ მისი მოთხოვნები (მანქანა, 500.000 დოლარი და უსაფრთხო კორიდორი) არ შესრულდება. მიცემული ვადა - უკვე ამოიწურა.
ზუგდიდში ჩასულმა შს მინისტრმა საგანგებო ოპერატიული შტაბის სხდომა ჩაატარა, რის შემდეგაც თავდამსხმელთან, სავარაუდოდ, მოლაპარაკება დაიწყო, რასაც რამდენიმე მძევლის გათავისუფლება მოჰყვა.