ირაკლი კვარაცხელია, რომელიც ზუგდიდის ცენტრში მძევლებთან ერთად უკვე 6 საათზე მეტია იმყოფება და სამართალდამცველებს მათი მოვალეობის შესრულებას და ადამიანების სიცოცოხლის გადარჩენას თხოვს, უკვე გახდა პოლიტიკური გარჩევებისა და დისკუსიის მსხვერპლი. მძევალს, რომელსაც ახლა ყველაზე მძიმე მომენტი აქვს, ტროლები და ბოტები უტევენ, პოლიტიკური ნიშნით დევნიან და მას "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებთან აკავშირებენ.
შეირაღებულმა თამდავსხმელმა საკუტარი მოთხოვნები მთავარი არხის ეთერში ერთი ერთი მძევლის ირაკლი კვარაცხელიას მეშვეობით გაახმოვანა. სწორედ ამ ფაქტს მოყვა სახელისუფლებო მედიისა და ტროლების მხრიდან შტურმი.
ირაკლი კვარაცხელია წლების წინ მერიაში მუშაობდა, ის სამსახურიდან დავით ნარმანიას დროს გაათავისუფლეს. დედაქალაქში "ოცნების" პირველი მერის გადაწყვეტილება მაშინ ირაკლი კვარაცხელიამ სასამართლოში გააასაჩივრა და პროცესი მოიგო.
ამის შემდეგ ზუგდიდში დატყვევებული ირაკლი კვარაცხელია საცხოვრებლად შეერთებულ შტატებში წავიდა და სამშობლოში ერთი თვის წინ დაბრუნდა. ალბათ, ვერც ის და ვერც მისი ამერიკაში დარჩენილი მეგობრები ვერ წარმოიდგენედნენ, თუ კვარაცხლია ასეთი მძიმე სცენარის ერთ-ერთი მთავრი გმირი გახდებოდა და მძველად აყვანილი პირის გათავისუფების ნაცვლად მის პოლიტიკურ გემოვნებაზე დაიწყბოდა საუბარი.
რამდენიმე საათიანი დრამის პარლელურად "ოცნების" ტროლების ფაბრიკა ახალ უკიდურეს განსაცდელში მყოფი ადამიანების დისკრედიტაციის ყველაზე ამორალური მეთოდებით ცდილობს. მმართველი გუნდის შავი კამპანიის მთავარი გზავნილი ის არის, რომ ზუგდიდში ტყვეების აყვანა ოპოზციის პროვოკაცია. ხელისუფლების ამ მცდელობას უკვე მოყვა საზოგადოების პროესტი.
ზუგდიდის ცენტრში მძევლები, სავარაუდოდ, შუადღის სამის ნახევარზე აიყვანეს. ყუმბარითა და "კალაშნიკოვით" შეიარაღებული თავდამსხმელი ნახევარ მილიონს ითხოვს. ასეთი რისკის ქვეშ მყოფ მძევლებს კი პოლიტიკურ შეხდულებებს უხსნებენ გატავისუფების პრიოაბს ჯერ ვერ აძლევენ.
აქვე შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე შენობაში 17 მძევალი რჩება. თავდამსხმელმა ისინი მძევლად დაახლოებით 14:30 სთ-ზე აიყვანა. ის ნიღბითაა, სამხედრო ფორმა აცვია, თან აქვს ავტომატი, პისტოლეტი და ხელყუმბარის გახსნით იმუქრებოდა, თუ მისი მოთხოვნები (მანქანა, 500.000 დოლარი და უსაფრთხო კორიდორი) არ შესრულდებოდა.
ზუგდიდში ჩასულმა შს მინისტრმა საგანგებო ოპერატიული შტაბის სხდომა ჩაატარა, რის შემდეგაც თავდამსხმელთან, სავარაუდოდ, მოლაპარაკება დაიწყო, რასაც მძევლების გათავისუფლება მოჰყვა.