გაბედავა არის შნირი, ხელისუფლება ამ ამბავსაც კი პოლიტიკურად იყენებს - უგულავა ზუგდიდში მომხდარ დაპირისპირებაზე

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ამბობს, რომ ტერორისტის მიერ აყვანილ მძევალთა შორის მყოფ კვარაცხელიას ხელისუფლება და მისი ზონდერები "ნაციონალური მოძრაობის" წევრობას, შემდეგ კი გიგი უგულავას მხარდამჭერობას აბრალებდნენ. 

დაპირისპირება ზუგდიდში მაშინ მოხდა, როცა პრორუსული განწყობებით და ხელისუფლებისადმი ლოიალური დამოკიდებულებით ცნობილი გიორგი გაბედავა ჟურნალისტებთან მივიდა და მძევალს ოპოზიციის ზონდერი უწოდა.

"კვარაცხელია მძევალია, ჯერ გამოაცხადეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრად, მერე უგულავასთან მუშაობდაო და ახლა მოვიდა გაბედავა და დაიწყო, თქვენი ზონდერიაო. გაბედავა ნოლია, შნირია, არაფერი არ არის, პრობლემა არის ხელისუფლებაში - კვარაცხელია, საცოდავი ადამიანი, შეიძლება ხვალინდელი დღე არ გაუთენდეს და ეს ნაგვები პირდაპირ უკვე ადებენ ხელს, რომ პროვოკატორია. ესეთი ცვედანი და უუნარო ხელისუფლება, რომ არის, გაეთრევით ყველა აქედან და ყველა პოლიციელს ვეუბნები, ვინც თავისი საქმით არ არის დაკავებული, მოგეკითხებათ სათითაოდ. არცერთი ხელისუფლება ამ ქვეყანაში არ ყოფილოა "ვეჩნი" და მუდმივი და მოგეკითხებათ კანონის აბუჩად აგდება, რასაც ახლა აკეთებთ", - ამბობს გიგი უგულავა.

შეგახსენებთ, რომ თავდასხმის დროს ბანკში მყოფი ირაკლი კვარაცხელიას მეშვეობით თავდამსხმელი ნიკა გვარამიას დაუკავშირდა, რის შემდეგაც პირდაპირ ეთერში გაჟღერდა მისი მოთხოვნები, რამაც ხელისუფლების გაღიზიანება გამოიწვია. თავად "მთავარი არხის" გენდირექტორმა ამ გაღიზიანებას "ფეისბუქზე" უპასუხა.

ცნობისთვის, შეიარაღებულმა პირმა 19 მძევალიდან ორი გაათავისუფლა. 

ზუგდიდში, საქართველოს ბანკის შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელი დაახლოებით 14:30 სთ-ზე შეიჭრა, 19 ადამიანი მძევლად აიყვანა და ვერტმფრენი ან მანქანა, ასევე 500.000 დოლარი მოითხოვა.

მანვე ხელისუფლებას ორსაათიანი ვადა მისცა მისი მოთხოვნების შესასრულებლად, რომლის ვადაც უკვე ამოიწურა, თუმცა, სამართალდამცავებიდან თავდამსხმელთან კონტაქტზე ჯერ არავინ გასულა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი