"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი დღის ბოლოს სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ იცის, როგორ მიდის ამ წუთებში პროცესები, რომელიც დღისით ზუგდიდის ცენტრში, საქართველოს ბანკის შენობაში დაიწყო და რაზეც ამ დრომდე საჯაროდ თითქმის არაფერი თქმულა.
ნიკა გვარამია ასევე წერს, რომ მთელი დღის განმავლობაში ის თანამშრომლობდა პოლიციასთანაც, რომელსაც უამრავი ინფორმაცია მიაწოდა, უფრო მეტ ინფორმაციას კი, არხის გენდირექტორი ხვალ გაასაჯაროვებს.
"ყველაფერი ვიცით: ვინ, სად, რა და როდის. დღეს მთელი დღეა ვთანამშრომლობთ პოლიციასთან, ჩვენგან გაიგეს ყველაფერი, აზრზე არ იყვნენ არაფრის. როგორ მიმდინარეობს ეს ყველაფერი ამ მომენტისთვისაც, ესეც ვიცით.
ამ ყველაფერზე დღეს არ ვისაუბრეთ საჯაროდ, პოლიციის თხოვნით. ანგარიში გავუწიეთ საჯარო ინტერესს. ხვალ აუცილებლად ყველაფერს გავასაჯაროებთ და იმედია, მადლობას თუ არ გადაგვიხდის, ბოდიშს მაინც მოგვიხდის საქართველოს ხელისუფლება.
დროებით, ხვალამდე", - წერს ნიკა გვრამია Facebook-ზე.
შეგახსენებთ, თავდამსხმელმა, რომელიც საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალის შენობაში იყო მძევლებთან ერთად გამაგრებული მთელი დღე, შენობა მძევლებთან ერთად დატოვა, რომელთაგან ერთი სამხარეო პოლიციის უფროსია. ისისნი მანქანაში ჩასხდნენ და გაურკვეველი მიმართულებით გადაადგილდებიან.
მომხდარზე ამ დრომდე დუმს შსს.