43 მძევალი გათავისუფლებულია, ინფორმაციას ეტაპობრივად გავავრცელებთ - შსს

გამოქვეყნდა:

შსს განცხადებას აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ დღეს ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში მძევლად აყვანილი იყო არა 19, არამედ 43 ადამიანი. განცხადებაში არაფერია ნათქვამი, ამ დროისთვის რა მდგომარეობაში არიან ის მძევლები, რომლებთან ერთადაც თავდამსხმელმა მანქანით ბანკის შენობა დატოვა. 

გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია ზუგდიდში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.გაცნობებთ რომ სამართალდამცველების მიერ სპეციალური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე ამ დრომდე არ დასრულებულა და აქტიურად მიმდინარეობს. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს ოპერაციის განხორციელებას. შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს. ამ ეტაპზე ბანკის შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელის მიერ აყვანილი 43 მძევლი გათავისუფლებულია და ისინი პოლიციამ უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.

ცოტა ხნის წინ მთავარმა არხმა შსს-ს შეკითხვით მიმართა და დაინტერესდა, იცოდნენ თუ არა მათ, საით გადაადგილდებოდა თავდამსხმელი მძევლებთან ერთად, თუმცა, პასუხი ვერ მივიღეთ.  

შეგახსენებთ, დაახლოებით ერთი საათის წინ თავდამსხმელმა, რომელიც საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალის შენობაში იყო მძევლებთან ერთად გამაგრებული, შენობა სამ მძევალთან ერთად დატოვა, რომელთაგან ერთი სამხარეო პოლიციის უფროსია. თავდამსხმელი მძევლებთან ერთად მანაქნაში ჩაჯდა და გაურკვეველი მიმართულებით გადაადგილდება. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი