გიორგი შაქარაშვილის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გაგრძელდება

გამოქვეყნდა:

დღეიდან გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ჯგუფური ძალადობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისთვის დაკავებული 8 პირის საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.

სასამართლო პროცესების დედაქალაქში გაგრძელების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ამავე მუხლებით დაკავებულმა სამმა ბრალდებულმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მოითხოვა. 

დღესვე განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულების ეპიზოდზე მოწმეთა გამოკითხვა იგეგმება. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება იმ გამოსაკითხ პირთა სიაში, რომლის წარდგენასაც პროკურატურა გეგმავს.

შეგახსნებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 18 პირია დაკავებული

პროკურატურამ 11 პირის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო, მათ ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა ედებათ. მათ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

რაც შეეხება დამძიმებულ ბრალს, 11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო.  ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი