იარაღის ჭერისა და ჩაცმის მანერას ვინც მიაქცევდა ყურადღებას, მიხვდებოდა, ეს არ არის დილეტანტი - ყოფილი სამხედრო 

გამოქვეყნდა:

ზუგდიდის ბანკში შეჭრილი თავდამსხმელის მოქმედებას პროფესიონალი სამხედროები აფასებენ. დავით ნემსაძე "მთავართან" საუბარში შეიარაღებული პირის მანერებზე საუბრობს და ამბობს, რომ ერთი შეხედვითაც ჩანდა, რომ მას კარგი სამხედრო მომზადება ჰქონდა გავლილი:

მისი იარაღის ჭერის მანერა, ვინც დააკვირდა როგორ ეკავა მას იარაღი ხელში, ზუსტად ისე იკავებენ ხელში, სპეცოპერაციებზე. ამ პიროვნებას, რაც კი გამოჩნდა ეკრანზე, ეტყობოდა, რომ ეს არის კარგად მომზადებული, სამხედრო გავლილი აქვს კონტრტერორისტული სწავლება. ნებისმიერი პროფესიონალი, ვინც შეხედავს მიხვდებოდა ჩაცმის მანერიდან გამომდინარე, თუნდაც თასმები როგორ ჰქონდა შეკრული, ვინც მიაქცევდა ამას ყურადღებას მიხვდებოდა, რომ ეს არა არის დილეტანტი - ამბობს ყოფილი სამხედრო დავით ნემსაძე.

თადარიგის პოლკოვნიკი დავით მაყიშვილი ამბობს, რომ თავდამსხმელი სავარაუდოდ ძალოვანი სტრუქტურის ყოფილი, ან მოქმედი წარმომადგენელია. 

"მთავარის" წყაროს ინფორმაციით, თავდამსხმელმა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორია კოდორიდან დატოვა, მანამდე კი გაიარა წალენჯიხა, ჩხოროწყუ, მარტვილი, ლებარდეს ტყე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი