ირაკლი კვარაცხელია, რომელის ზუგდიდში, საქართველოს ბანკზე თავდასხმის დროს ადგილზე იმყოფებოდა და რომლის საშუალებითაც, შეიარაღებული თავდამსხმელი "მთავარ არხთან" კონტაქტზე გამოვიდა, ამბობს, რომ სამართალდამცველებს მისგან აინტერესებდათ, რა უნდოდა ბანკში:
კითხვები შეეხებოდა ძარცვის პროცესს, რადგან პოლიტიკური გამოხმაურება მოჰყვა ამ ამბავს, ბოლო ნახევარი საათი იყო კითხვები იმასთან დაკავშირებით თუ რა მინდოდა ბანკში რისთვის მივედი, ჩემი აზრით იმის გარკვევას ცდილობდნენ რამდენად შეიძლებოდა ყოფილიყო პოლიტიკური ანგაჟირებიდან გამომდინარე ეს ყველაფერი - ამბობს ირაკლი კვარაცხელია.
კვარაცხელიამ პირველი კომენტარი დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა და 7 საათიანი მძევლობის პერიოდი დეტალურად გაიხსენა