"ის არის კარგად მომზადებული სპეცდანიშნულების რაზმის წევრი, ან მოქმედი ან ყოფილი"-ვანო ნადირაძე

გამოქვეყნდა:

სამხედრო ექსპერტები ზუგდიდში მომხდარ თავდასხმაზე საუბრისას თავდამსხმელის მოქმედებებზე ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ შეიარაღებული პირი მოქმედებდა ისე, როგორც პროფესიონალი და კარგად მომზადებული სამხედროები იქცევიან.

ვიცე პოლკოვნიკი, უკრაინის სახალხო გმირი და ბატალიონ დონბასის ყოფილი მეთაური ვანო ნადირაძე არც იმას გამორიცხავს რომ თავდამსხმელი სპეცრაზმელია.

"თუ დააკვირდებით ფოტოზე იარაღი როგორ უდევს -კონდახი ახლოს მხართან, ეს ავტომატურად მუშავდება ყოველდღიური ინტენსიური ვარჯიშების დროს. ხელის მტევანი როგორ უდევს სასხლეტთან, როგორ უჭირავს ხელყუმბარა. ხელყუმბარის დაჭერის მანერაც გამომუშავებულია. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ის უბრალოდ ყოფილი ჯარისკაცი კი არა არის, ის არის კარგად მომზადებული სპეცდანიშნულების რაზმის წევრი ან მოქმედი ან ყოფილი. სხვა დონის მომზადებული იყო. თუ სპექტაკლი იყო ის იყო ძალიან უნიჭოდ დადგმული, თუ სპექტაკლი არ იყო,  ეს არის იმის მანიშნებელი, რომ ჩვენი სანაქებო ძალოვანი სტრუქტურა ჩამოიშალა." - ამბობს ვანო ნადირაძე

ზუგდიდში მომხდარ თავდასხმაზე, შსს-ს მხრიდან დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს თადარიგის ოფიცერი, ზურაბ ჯიბუტი.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, თავდამსხმელმა 4 მილიონი აშშ დოლარი წაიღო - ახალი დეტალები
 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი