დმანისში "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბში მომხდარი დაპირისპირების დროს ოთხი ადამიანი დაჭრეს, მაგრამ ამ დრომდე დაკავებული არავინაა.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, გოგი მეშველიანის საარჩევნო შტაბთან, 1 ადამიანი ცივი იარაღით, ხოლო 3 ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო დმანისის ინციდენტზე დეტალურ ინფორმაციას არ ავრცელებს. ჯერჯერობით ბრალი არავის აქვს წარდგენილი.
შეგახსნებთ, გუშინ დმანისში, ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის საარჩევნო შტაბთან ქურდული გარჩევა სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა.