მაშინ, როდესაც საქართველოს პრემიერმინისტრს მკვლელობა, ძარცვა, ყაჩაღობა და შესაბამისად სხვისი უბედურება მხოლოდ სტატისტიკა ჰგონია, მაშინ, როდესაც ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმა პოლიტკური ქულების დასაწერად ჯერ კიდევ მისი მმართველობის დასაწყისში ციხის კარებები გახსნა და საშიში კრიმინალები ქუჩაში გამოუშვა, ხოლო მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე გაგებით მოკიდება გვირჩია, მაშინ, როდესაც "ოცნების" ერთ-ერთმა მჭევრმეტყველებით გამორჩეულმა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ დაგვამშვიდა, რომ კრიმინალი ქვეყანაში თავს კარგად გრძნობდა, ბოლო დროს განვითარებული მოვლენები თითქოს აღარ უნდა გაგვიკვირდეს.
ვიდრე გასული წლების სტატისტიკას გაგაცნობთ მოგიყვებით ფაქტს, რომელიც დღეს მოხდა. ქობულეთში "საქართველოს ბანკის" მიმდებარე ტერიოტირაზე ინკასატორი დააყაჩაღეს და 55 ათასი ლარი წაიღეს. თავდასხმა მაშინ მოხდა, როცა ინკასატორი, აპარატიდან თანხას იღებდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ მძარცველი მარტო იყო და თანხის გატაცების შემდეგ, ადგილიდან მიმალვა მოასწრო.
ახლა მივყვეთ სტატისტიკას.
სტატისტიკის მიხედვით უკვე 2017 წლიდან ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ძარცვა სულ უფრო მასშტაბურ ხასიათს იძენს. განსაკუთრებით მძარცველები დეკემბერში გააქტიურდნენ.
საქართველოს ბანკის ერთერთი ფილიალი დააყაჩაღეს ჯერ 11 დეკემბერს, ასევე საქართველოს ბანკის კიდევ ერთ ფილიალს თავს დაესხნენ 12 დეკემბერსაც. 29 წლის შეიარაღებული მამაკაცი ბანკში შეიჭრა და მოლარე-ოპერატორს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით დიდი ოდენობით ფული გასტაცა.
შეძლებენ თუ არა "ოცნების" ძალოვანი უწყებები სიტუაციის მართვას, შეძლებენ თუ არა კრიმინალების შეჩერებას, იმ კრიმინალების, რომლებთანაც საარჩევნოდ ივანიშვილის გუნდი ყველაზე აქტიურად თანამშრომლობს.