
"მთავარის" გადაცემაში "ღამის მთავარი" ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგი უგულავა ხელისუფლებას აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ მათი მხრიდან მედიისკენ ხელის გაშვერა გაუმართლებელი იყო.
როდესაც ასეთი რამე ხდება მედიისკენ კი არ უნდა იშვერდე ხელს... გათეთრებული ტუჩებით საუბრობდა კობახიძე, გავეშებული, გეგონება უნდოდა, ვინმე შეეჭამა, მაგრამ შესაჭმელი არავინ არ ჰყავდა, - თქვა თბილისის ყოფილმა მერმა.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ კრიმინალთან ბრძოლა წააგო და სწორედ ამიტომ, 31 ოქტომბერს ის უნდა დასრულდეს.
ასეთ დროს აუცილებელია, გარდა იმ სიტუაციის მართვისა და თვითონ ოპერაციის ჩატარებისა, პოლიციას ჰყავდეს სპიკერი, რომელიც აკმაყოფილებს საზოგადოებრივ ინტერესს და მედიის ინტერესს, გაიდლაინებს აძლევს მედიას და პლუს ინფორმაციული შიმშილი იმდენად მნიშვნელოვანია ასეთ დროს, რომ ეს არის პირდაპირ დაკავშირებული პანიკის მართვასთან, ბუნებრივად შოკი იწვევს პანიკას. აი ის მიკრო სიციუმი არის დაშოკილი და იქ ბუნებრივია, აუცილებელია პანიკის მართვა, - ამბობს გიგი უგულავა.
შეგახსენებთ, გიგი უგულავა გუშინ ზუგდიდში იმყოფებოდა და დაპირისპირების მომსწრეც გახდა, როცა პრორუსულად განწყობილმა და ნეონაცისტური ჯგუფის "ქართული მარშის" წევრმა გიორგი გაბედავამ განაცხადა, რომ ბანკის შენობაში ვითომ მძევლად მყოფი ირაკლი კვარაცხელია ტერორისტთან თანამშრომლობს და ადრე ის თბილისის მერიაში მუშაობდა.