დღეს სასამართლოში შაქარაშვილის პროცესი განახლდება - მხარეები დასკვნითი სიტყვისთვის ემზადებიან

გამოქვეყნდა:

დღეს, 23 ოქტომბერს პროკურატურა 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დასკვნითი სიტყვით წარსდგება. პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში განახლდება. ბრალდების მხარის შემდეგ დასკვნითი სიტყვა ადვოკატებმა უნდა თქვან, რისთვისაც, მათივე თქმით, მზად არ არიან. 

"დღეის სასამართლოს სხდომაზე აპირებს ბრალდების მხარე რომ წარმოადგინოს დასკვნითი სიტყვით და ამის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი რიგი იქნება, ჩვენ ამისთვის მზად არ ვიქნებით. სასამართლოს ვთხოვთ, რომ მოგვცეს საკმარისი დრო, რომ მოვემზადოთ დასკვნით სიტყვის სათქმელად" - როსტომ კერესელიძე, გიორგი მერაბიშვილის ადვოკატი. 

ცნობისთვის, წინა სხდომაზე ჩვენება არ მიუციათ არასრულწლოვან ლ.შ-ს და ბრალდებულ ნიკოლოზ ქანაშვილს, დაიკითხა მხოლოდ გიორგი მერაბიშვილი.

შეგახსნებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული.

პროკურატურამ 11 პირის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო, მათ ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა ედებათ. მათ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

რაც შეეხება დამძიმებულ ბრალს, 11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო.  ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი