მძარცველებმა ბამბის რიგის ქუჩაზე კიდევ რამდენიმე მაღაზიის გაქურდვა სცადეს

გამოქვეყნდა:

თბილისში დიზაინერ ზვიად ციკოლიას მაღაზიის გაძარცვა სცადეს. მძარცველებს ხელი სიგნალიზაციამ შეუშალა და მაღაზიიდან გაქცევა მოახერხეს. კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

მძარცველებმა ბამბის რიგის ქუჩაზე კიდევ რამდენიმე მაღაზიის გაქურდვა სცადეს. დაზიანებულია მაღაზიის კარი.

"საბედნიეროდ, ვერ მოასწრეს იმიტომ, რომ საკმაოდ მძლავრი ხმა აქვს სიგნალიზაციას და ამან შეაშინა. შეგვატყობინეს, რომ კარი გაიღო და სიგნალიზაცია ჩაირთო. სხვა მაღაზიებსაც დაუარეს, უბრალოდ იქ ვერ შეძლეს შეღწევა. ფეხის ანაბეჭდები სხვა მაღაზიებზეც იკითხება", - ამბობს ზვიად ციკოლია. 

ზვიად ციკოლიამ მაღაზიის ძარცვის ამსახველი ვიდეო მასალა საკუთარ Facebook-ზე გამოაქვეყნა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მიხედვით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.

ავტორი: ნონო ღვედაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი