დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან 1034 თბილისიდანაა, 320 აჭარიდან, 258 იმერეთიდან

გამოქვეყნდა:

დღეს, 24 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 1 941 შემთხვევიდან 1 034 თბილისიდანაა, 320 აჭარიდან, 258 კი იმერეთიდან. ამის შესახებ ინფორმაცია საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გახდა ცნობილი.

რეგიონული განაწილება შემდეგნაირია:

  • თბილისი -1 034;
  • აჭარა - 320;
  • იმერეთი - 258;
  • ქვემო ქართლი - 107;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 49;
  • შიდა ქართლი - 68;
  • მცხეთა-მთიანეთი -36;
  • კახეთი -37;
  • სამცხე-ჯავახეთი -18;
  • გურია -12;
  • რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთი - 2;

საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში 16 121 კორონავირუსის აქტიური შემთხვევაა, მათგან 3 571 საავადმყოფოში მკურნალობს. 427 პაციენტის მდგომარეობა მძიემა, მათ შორის, თბილისში - 232, აჭარაში - 77. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 97 პაციენტი რჩება.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 1 941 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 412  ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 2 6503
  • გამოჯანმრთელებულია - 10 163
  • მათ შორის გარდაცვლილია - 193;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  4 180
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 1 848
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  3 155 მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 42 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 32 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი