ნებისმიერი რამ შეიძლება ყოფილიყო მიზეზი, კრიმინალისგან შორს იყო - ნემსიწვერიძის ადვოკატი

გამოქვეყნდა:

ავჭალაში, ახალგაზრდა კაცის ჩაცხრილვიდან 24 საათი გავიდა, თუმცა დაკავებული ამ დრომდე არავინაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ ჰყავს იდენტიფიცირებული პირი, რომელმაც ახალგაზრდა კაცი სარაჯიშვილის ქუჩაზე მანქანაში ჩაცხრილა. უცნობია მკვლელობის მოტივიც.

სამართალდამცავები გვიან ღამემდე მუშაობდნენ გარდაცვლილის სახლში, სადაც ჩხრეკა მიმდინარეობდა. ბინიდან სამი პლანშეტია ამოღებული, პოლიცია სავარაუდოდ, ცდილობს დაადგინოს ჰყავდა თუ არა ვალერიან ნემსიწვერიძეს მტრები. 

"მთავარი არხის" ინფორმაციით, თავდამსხმელი ერთი პირია, თუმცა შსს-ს ამ თემაზე ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია. გარდაცვლილის ოჯახი და ადვოკატი შემთხვევას წარსულში მომხდარ ფაქტებს არ უკავშირებს. 

"წარმოიდგინეთ დილით, ჩვეულებრივი დღეა, იღვიძებთ, მეუღლე აცილებს, ამბობს რომ საქმეზე მიდის. ვიღაცას თუ შურისძიება უნდოდა 2013 წელს, 2021 წელს ნამდვილად არ დაელოდებოდა, 7 წელი გავიდა და 8 წელია გარეთ არის. ის კრიმინალისგან საერთოდ შორს იყო. ნებისმიერი რამე შეიძლებოდა ყოფილიყო მიზეზი, თუნდაც წამიერი შელაპარაკებაც კი", - ამბობს, ადვიკატი, ნიკა წულეისკირი.

ადვოკატი 90%-ით გამოვრიცხავს, რომ გარდაცვლილს შემთხვევის დროს იარაღი თავადაც ჰქონდა. 

შეგახსენებთ, რომ დანაშაული 23 ოქტომბერს მოხდა. ახალგაზრდა კაცი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილული იპოვეს, არსებული ინფორმაციით, მას ხელში თავადაც იარაღი ეჭირა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასა და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი