გაერთიანებული ოპოზიცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართავს. ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ "ქართული ოცნება" და ცესკო ეპიდემიას სათავისოდ იყენებს.
ხატია დეკანოიძემ და ხათუნა სამნიძემ დღევანდელ ბრიფინგზე ცესკოს მიერ დაქირავებული ფართები აჩვენეს, სადაც 31 ოქტომბერს არჩევნების პროცესი უნდა წარიმართოს. ფართები მცირე ზომისაა და, ოპოზიციის აზრით, მასში საარჩევნო ადმინისტრაციას უსაფრთხოების ნორმების დაცვა გაუჭირდება.
"მთელი სახელისუფლებო მექანიზმი "ქართული ოცნების" ჩართულობით, ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით და თამარ ჟვანიას შესრულებით აბსოლუტურად გაუმჭვირვალედ წარმათავს პროცესებს და საამისოდ იყენებს გადასატან ყუთებსაც", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, მარიკა დათუკიშვილი.
ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის 45-ე დადგენილებასთან დაკავშირებით, რომელიც სტაციონარში მყოფი პირებისთვის გადასატანი ყუთების ამოქმედებას ითვალისწინებს, საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს. საკარანტინო სივრცეებსა და სტაციონარებში ამომრჩეველთა ხმის მიცემის წესები ოპოზიციამ გუშინ, 23 ოქტომბერს, გაასაჩივრა.
შეგახსენებთ, რომ 19 ოქტომბერს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მიღებული დადგენილებით სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებს გადასატაი ყუთს სპეციალურად შექმნილი კომისიის წევრები მიუტანენ.