ჩხენკელი ქუთაისის უნივერსიტეტზე: ვერ იარსებებდა, რომ არა ივანიშვილის მნიშვნელოვანი ქველმოქმედება

გამოქვეყნდა:

დღეს, 24 ოქტომბერს "ქართული ოცნება" 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციას - განათლება, კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა - წარადგენს. პრეზენტაციას პარტია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მართავს. 

"ეს უნვიერსიტეტი არის უმაღლესი მსოფლიოს სტანდარტის მქონე ჭეშმარიტად ევროპული უნივერსიტეტი. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეის და განვითარების კონცეფციის ავტორია ბიძინა ივანიშვილი. და ამ რანგის და მასშტაბის უნივერსიტეტი საქართველოში ვერ იარსებებდა, რომ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედებაა, რომელიც შეადგენს 1 მილიარდ ევროს", - თქვა მიხეილ ჩხენკელმა.

ჩხენკელმა ხაზგასმით გამოყო ის, რომ ყოველწლიურად უნივერსიტეტში ახალი მიმართულებები და აკადემიური პროგრამები გაჩნდება. მისი თქმით, ყველა პროგრამა მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაზე იქნება დაფუძნებული. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი