როგორც იუსტიციის სახლია საათის მექნიზმივით აწყობილი, ასე ავაწყობთ საქართველოს - ვაშაძე

გამოქვეყნდა:

"სტატრეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ბათუმში პრეზენტაციას მართავს და შეკრებილ საზოგადოებას აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს წარუდგენს.

"აქ დგას ბათუმის იუსტიციის სახლი, რომელიც 2011 წელს დიდი მუშაობის შედეგად გავხსენით და რომელმაც სრულიად ახალი სტანდარტი შექმნა მსოფლიოში მოქალაქეზე ორიენტირებული სისტემის. როგორ იუსტიციის სახლია საათის მექანიზმივით აწყობილი, პირობას გაძლევთ, რომ სოწრედ ასე, საათის მექანიზმივით ავაწყობთ მთელ საქართველოს", - თქვა გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, 31 ოქტომბრის არჩევნები ის არჩევნებია, სადაც არა მხოლოდ შემდეგი 4 წლის ბედი, არამედ ათეულობით წლის ბედი წყდება.  ვაშაძის თქმით, დღეს ჩამოშლილია ეკონომიკა, კორონავირუსთან ბრძოლა. 

"მოგვბეზრდა წარსულზე საუბარი, ჩვენ გვინდა მომავალი, განვითარება, წინსვლა, ეროვნული ენერგია და მუხტი აღმშენებლობისთვის",- თქვა გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, პრემიერმინისტრობა იმიტომ უნდა, რომ არა თანამდებობა, არამედ მოქალაქეთა პრობლემების მოგვარება სურს.

ვაშაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოში გნდის სახელით მებძოლი პოლიტიკოსები წარადგინა: სიის პირველი ნომერი ბექა დიასამიძეა, რომელიც ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატიცაა, მასთან ერთად კი იქნებიან, ზურა მახარაძე, ბადრი მუმლაძე, რუსუდან ფუტკარაძე, გიზო გორგილაძე, ელზა დავითაძე, ავთანდილ ქარცივაძე, ასლან ქამადაძე, დავით ბერიძე.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი